იაგო ხვიჩია - ყველაზე რაციონალური რამ რაც შეიძლება გააკეთოს ნიკა მელიამ, არის ის რომ გაზომოს საკუთარი რეიტინგი და შესაბამის ფასად მიყიდის კეზერაშვილს, რადგან "ნაცების" მიღმა მას მხოლოდ ხმების დაკარგვა გამოუვა - Palitra News

იაგო ხვიჩია - ყველაზე რაციონალური რამ რაც შეიძლება გააკეთოს ნიკა მელიამ, არის ის რომ გაზომოს საკუთარი რეიტინგი და შესაბამის ფასად მიყიდის კეზერაშვილს, რადგან "ნაცების" მიღმა მას მხოლოდ ხმების დაკარგვა გამოუვა

2023-12-14 15:55:46+04:00

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება ახალ პოლიტიკურ პარტიას იხილავს. ამჯერად, პოლიტიკური გუნდი ნიკა მელიას ირგვლივ ჩამოყალიბება. როგორც ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა არჩევნების შემდეგ ის თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, ვისთვისაც კეზერაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური გეგმები მიუღებელია. ხელისუფლება ახალი პოლიტიკური პარტიის პერსპექტივებს სკეპტიკურად უყურებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას გუნდს საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენა არ ექნება.