სალომე ზურაბიშვილის ღია მინიშნება მის პოლიტიკურ გეგმებზე და კვლავ კრიტიკის რეჟიმში მყოფი ქართული ოცნება - პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ მმართველი პარტია აცხადებს, რომ ხალხის წინააღმდეგ წასული ზურაბიშვილი საზოგადოებისგან მიტოვებული დარჩება. სახელისუფლებო გუნდს მიაჩნია რომ თუ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, მისი გეგმა კრახისთვის იქნება განწირული. ქვეყნის პრეზიდენტი ბოლო ინტერვიუში სააკაშვილის შეწყალების საკითხსაც გამოეხმაურა, თუმცა ის ძველებურად კატეგორიული აღარ იყო.