ევროპული საბჭოს ოსტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15 დეკემბერს ებროსაბჭოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება, რომლითაც გაირკვევა მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დადებითი მოლოდინები აქვთ, თუმცა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს განსხვავებული მოსაზრებაც აქვს. ოპოზიციაში აცხადებენ რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი განხორციელებულ რეფორმებზე ამახვილებენ ყურადღებას. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.