დღეიდან, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებაზე გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა. მერიის განმარტებით, რეგულაციის გამკაცრების მიზეზი ის გახდა, რომ ჯარიმის აქამდე დადგენილი ოდენობები დარღვევის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა. ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ქმედება, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 10 000 ლარის ოდენობით.