აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. აზერბაიჯანმა სომხეთს 32 სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნა, რომელთა უმრავლესობაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ 2020 წლის საბრძოლო მოქმედებებისას აიყვანეს. სომხეთმა კი აზერბაიჯანს 2 სამხედრო მოსამსახურე გადასცა, რომლებმაც ტყვეობაში 8 თვე გაატარეს. ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის თაობაზე ბაქომ და ერევანმა გასულ კვირას განაცხადეს. ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.