აშშ-ის სენატმა 2024 წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის კომპრომისული კანონპროექტი დაამტკიცა. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო შეთანხმებული ვერსია ეროვნული თავდაცვის 886 მილიარდი აშშ დოლარით დაფინანსების უფლებას იძლევა, რაც გასულ წელთან შედარებით 28 მილიარდი დოლარით მეტია. კანონპროექტი 300 მილიონ აშშ დოლარს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ითვალისწინებს. კანონმდებლები ასევე აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში, 2025 წელს იგივე საჭიროებისთვის 300 მილიონი გამოყონ. კანონპროექტი სენატის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლებს.