საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. განიხილეს როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ბაზრების დივერსიფიკაციის და სასურსათო უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები. როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის გაზრდას, რაც ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქციას ამერიკაში და მეტი ამერიკული პროდუქციის შემოტანას საქართველოში.