სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. პრეზიდენტმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში განმარტა, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წაიწევს წინ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. მისივე თქმით, პრეზიდენტი უნდა შეეცადოს, მიაღწიოს კონსენსუსს ქვეყანაში, რომელიც ღრმად პოლარიზებულია. რა შეფასებები მოყვა ზურაბიშვილის ამ განცხადებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში