ბრიუსელი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია- ისტორიული სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა განიხილონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. რა საკითხებს დაეთმობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის სამიტი და რა მოლოდინები არსებობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით