ფეხბურთი | შოთა არველაძე: „მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია“
შოთა არველაძე ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას თურქეთში უბრუნდება. ქართველმა სპეციალისტმა თურქეთის სუპერლიგის მონაწილე ფატიჰ კარაგუმრუკი ჩაიბარა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.