განადგურების ბრძანება , ამერიკელი მწერლის ჯეიმზ დაშნერის ფანტასტიკური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 2012 წელს გამომცემლობა Delacorte Press-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა და წარმოადგენს ლაბირინთში მორბენალის 7 წიგნისგან შემდგარი სერიის რიგით მეოთხე ნაწარმოებს.
წიგნში მოქმედებები უკეთურის შექმნამდე და თომასის ლაბირინთში მოხვედრამდე 13 წლით ადრე ვითარდება. მზეზე აფეთქებებმა დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა შეიწირა, შეიცვალა კლიმატი, დაიწყო გლობალური დათბობა... კატასტროფას გადარჩენილებმა მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავიდა ახალშენების დაარსება დაიწყეს, მაგრამ მალე სხვა განსაცდელი დაატყდათ თავს: ხელისუფლებამ უცნობი ვირუსის გავრცელებით მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა! მარკი და ტრინა ერთგულ მეგობრებთან ლანასა და ალეკთან ერთად ჩრდილოეთ კაროლინისკენ მიემართებიან. მათ იმედი აქვთ, რომ განკურნების საშუალებას მიაგნებენ და სამყაროს გადარჩენას შეძლებენ.ჯეიმს დაშნერი 1972 წლის 26 ნოემბერს, ოსტელში, ჯორჯიის შტატში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა დულუთის საშუალო სკოლა და გადავიდა ატლანტადან იუტაში, ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ბუღალტერიაში.
დაშნერმა თავისი პირველი რომანი სახელწოდებით A Door in the Woods 2003 წელს გამოსცა , რომელიც მისი მრავალი წიგნის მსგავსად ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურას განეკუთვნებოდა და გათვლილი იყო მოზარდი მკითხველისთვის.
თუმცა მწერალი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლაბირინთში მორბენალის სერიით გახდა , რომლის პოპულარობამ 20th Century Fox-ის ყურადღება მიიქცია და კინოკომპანიამ გადაწყვიტა ფილმი გადაეღო, რომელიც ტელეეკრანებზე 2010 წლის ბოლოს გამოვიდა. ფილმის გამოსვლამ ერთი-ორად გაზარდა წიგნის მიმართ ინტერესი და 2012 წლის ბოლოს ლაბირინთში მორბენალი New York Times-ის ბესტსელერების სიაშიც მოხვდა ცნობილ დისტოპიურ რომანებთან ,შიმშილის თამაშებთან და დივერგენტთან ერთად. ლაბირინთში მორბენალი წლების განმავლობაში რჩებოდა სიაში, რამაც ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად საბავშვო წიგნად აქცია.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2016 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.