აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა. კონგრესის ქვედა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია 221-ი ხმით 212-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ რეზოლუცია მათ მტკიცებულებების შეგროვებისა და სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულებისთვის მეტ უფლებამოსილებას მისცემს. წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ ხელმძღვანელობენ, ჯო ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტობის დროს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს, თუმცა მათ, ბაიდენის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ამის მტკიცებულება არ წარუდგენიათ. ჯო ბაიდენმა აღნიშნულ კენჭისყრას უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკს უწოდა.