საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათი რჩება. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლოდინი ერთმანეთს ემთხვევა. მმართველი პარტიის ლიდერები, ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროპელი პარტნიორებისგან დადებით გადაწყვეტილებას ელოდებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნების" ე.წ. პრორუსული პოლიტიკის ფონზე, ევროპელი ლიდერები გადაწყვეტილებას, საქართველოს მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით მიიღებენ. მმართველი პარტია კი იმეორებს, რომ ოპოზიციამ ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება სცადა, თუმცა უშედეგოდ.