ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ დასწრებია. მან ჩვენი ტელეარხის გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნულ ღონისძიებაზე არ მისვლის მიზეზზე ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე ყოფილი პრეზიდენტები არ მიიწვია. მარგველაშვილის განმარტებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეეძლო, რომ ერთი დღით მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაეთავისუფლებინა და მისთვის ცერემონიალზე დასწრების უფლება მიეცა. მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის უერთდება იმ სულისკვეთებას, რომელიც ზურაბიშვილს აქვს, თუმცა იქვე განმატავს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუტების პატივისცემა და დაცვა.