ყველა მინუს „ქართული ოცნება“ - პრეზიდენტის ორგანიზებულ გუშინდელ ღონისძიებაზე მმართველი პარტიიდან არავინ მისულა. ოცნების ბოიკოტის ფონზე, ზურაბიშვილის მიპატიჟება თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო. ღონისძიებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი ლიდერი, ნიკა მელიაც გამოჩნდა, რომელმაც ორბელიანების სასახლე ერთ-ერთმა ყველაზე ბოლომ დატოვა. ღონისძიებაზე, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიციით მივიდა. მედიასთან საუბრისას, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმოვანებული გზავნილები დადებითად შეაფასა.