. ორბელიანების სასახლეში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას" შეაჯამა. ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, აღნიშნულ მიღებას, დიპლომატებიც დაესწრნენ. კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს ოფიციალურად გადასცა. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას ხელი 45-ი ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიმართა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი უკუსვლა რუსეთისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი იქნება. ზურაბიშვილმა საქართველოში ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც გამოვიდა - მან ხვალინდელ სამიტს ისტორიული უწოდა. ელჩმა იმის იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.