უკრაინა კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტისას, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი პაკეტის გადაცემა დააანონსა. რუსული აგრესიის პარალელურად, უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ კენჭისყრას ელის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ ღიად აცხადებს, რომ ალიანსში უკრაინის მიღებას ეწინააღმდეგება. რა პროცესები მიმდინარეობდა უკრაინის ირგვლივ ბოლო კვირების განმავლობაში და რა შედეგი გამოიღო ქვეყნისათვის პრეზიდენტ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტმა, ნახეთ ნატალია თვაურის სიუჟეტი