პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პუბლიკაციის - „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაციაზე სიტყვის გამოსვლისას სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზაზე ისაუბრა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის 180-ზე მეტი სამართლებრივი აქტია გადმოღებული ქართულ კანონმდებლობაში. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის გაორმაგდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი და თუ 3-4 წლის წინ ქვეყნის შიდა პროდუქტი 1 მოსახლეზე 4 500 დოლარი იყო, წელს უკვე დაახლოებით 8500 დოლარია.