ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტის წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტს აცნობს. მისი შეფასებით, მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტით განისაზღვრა. მინისტრის თქმით ეკონომიკურმა ზრდამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეც იმოქმედა და ერთ სულ მოსახლეზე 11 ათასი დოლარი შეადგინა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით მომავალი წლის ხარჯვითი ბიუჯეტი 28 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს და ყველა სამინისტროზე გადანაწილდება. მისი განცხადებით ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი წილი 8 მილიარდ 600 მილიონი ლარი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდება, 3 მილიარდ 600 მილიონი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ასევე იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და 2 მილიარდ 900 მილიონი ლარი იქნება. ბიჯეტში გაწერილია თანხის ის ოდენობაც, რომელიც სახელმწიფო ვალის გადახდას მოხმარდება.