პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს. ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ახლა დასავლეთის კრიტიკის დრო არ არის. მისი თქმით, მთავრობა ახლა ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებებს უნდა მართავდეს. ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტარები ერთადერთ გამოსავლად კოალიციურ მმართველობას მიიჩნევენ.