ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროკავშირის საბჭო ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ერთგულებას ადასტურებს. გაფართოების დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო ასევე მიესალმება წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მზაობას. აღნისნულ დასკვნას უკვე მოჰყვა როგორც მმართველი პარტიის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები. კიდევ რა წერია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების დოკუმენტში რა რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.