მოახდენს თუ არა ვიქტორ ორბანის ფაქტორი გავლენას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. თემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ამის პარალელურად, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე 2 დღით ადრე პრემიერი დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფინ დერ ლაიენსა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტს პედრო სანჩესს წერილები მისწერა. ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ. თემაზე ვცრლად ხატია სამხარაძე ისაუბრებს