არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ კონსტიტუცია, კანონმდებლობა იყოს დაცული და საბაკო სისტემის მხრიდან ეფექტურად მოხდეს საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება.
„ნუ ეცდებით კონკრეტული სახელის და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი. კონკრეტულ სახელებს და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.