ნუგზარ წიკლაური "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს - Palitra News

ნუგზარ წიკლაური "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

2023-12-13 16:00:23+04:00

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ნუგზარ წიკლაური ტოვებს - განცხადება მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში გააკეთა. წიკლაურის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის რიგებშიც საკუთარ თავს მოიაზრებს, დამფუძნებელ ყრილობას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლს გამართავს.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახალმა მენეჯმენტმა პარტიის ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა.