ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე 2 დღით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისევ არაერთგვაროვანია. ამის პარალელურად, პრემიერი დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფინ დერ ლაიენსა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტს პედრო სანჩესს წერილები მისწერა. ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.