ირაკლი ღარიბაშვილი მიშელს - ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი მიშელს - ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან

2023-12-13 15:49:02+04:00

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე 2 დღით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისევ არაერთგვაროვანია. ამის პარალელურად, პრემიერი დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფინ დერ ლაიენსა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტს პედრო სანჩესს წერილები მისწერა. ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.