საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებების საზეიმო ცერემონიალი და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიება გაიმართა. „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებები მეღვინეობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებში გამარჯვებულებს გადაეცათ. აღნიშნული ჯილდო მეღვინეობის სფეროს 20-მა წარმომადგენელმა მიიღო. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის გადაწყვეტილებით, მეღვინეობის დარგში დასაქმებული რამდენიმე ახალგაზრდას ასოციაციის სასწავლო პროგრამებში სწავლება დაუფინანსდება.