რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში საზეიმო მიღება დაიწყება. სალომე ზურაბიშვილი ელოდება ყველას, მათ შორის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. ქვეყნის პრეზიდენტი ევროპელ ელჩებს კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ისევ მთავარ ინტრიგად რჩება, მივა თუ არა დაპირისპირების მიუხედავად ორბელიანების სასახლეში პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორია ღონისძიების სამზადისი.