"ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის ურბანული განვითარების ხედვასთან დაკავშირებით დარგის ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიის წევრებმა განაცხადეს, თბილისში კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ არ გაამართლა და პრობლემების მოგვარებას კომპლექსური და სისტემური მართვა სჭირდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეხედულება, თითქოს საცობების განსამუხტად მხოლოდ საავტომობილო ზოლებია საჭირო, მცდარია. გამარჯვების პლატფორმის წევრები ინიციატივით გამოვიდნენ შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, სადაც დისკუსიაში ჩაერთვება ყველა ის პირი, რომელსაც საცობები და ურბანული პრობლემები აწუხებს.