სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე მეღვინეობის სფეროს 20-ი წარმომადგენელი დაჯილდოვდა.