შალვა პაპუაშვილის განცხადებით საქართველო არის ლიდერ პოზიციებზე განსაკუთრებით ახალ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, რომელიც ეხება დემოკრატიას და მართლმსაჯულებას. მისი თქმით საქართველო უსწრებს როგორც უკრაინასა, ისე მოლდოვასაც, და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც. პაპუაშვილის განმარტებით პოლიტიკურ ნაწილში ყველა წინაპირობაა , იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იყოს პოზიტიური.