ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს. პრემიერ მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფინ დერ ლაიენსა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტს პედრო სანჩესს წერილები მისწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.