ფეხბურთი | ჯორჯო კიელინიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
39 წლის ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. იტალიელი ცენტრალური მცველი ბოლოს MLS-ის ბინადარ ლოს ანჯელესში გამოდიოდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი კარიერა დაასრილა. კიელინის განცხადებით ის აუცილებლად დარჩება ფეხბურთში და მისი მიზანია იუვენტუსის მენეჯმენტში რომელიმე თანამდებობა დაიკავოს.