დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი გრძელდება. ახალი ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც ბოლო სამონტაჟო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობასა და სტუმრებს სასიამოვნო სადღესასწაულო დღეები ელით. სადღესასწაულო განათებები, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად 15 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება.