ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება. ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით", - განაცხადა ანტონოვმა.
მან შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.
"ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში", - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.