ანატოლი ანტონოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა, კიეველი მათხოვრით ყველა დაიღალა - Palitra News

ანატოლი ანტონოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა, კიეველი მათხოვრით ყველა დაიღალა

2023-12-13 09:21:52+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

"ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება. ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით", - განაცხადა ანტონოვმა.

მან შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.

"ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში", - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.