თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა. აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას განაგრძობს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს თავისუფლებას.მანამდე, ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ვლადიმერ პუტინის „შემდგომი იზოლაციისა“ და მისი აგრესიის საფასურის გადახდის აუცილებლობაზე ესაუბრა. ზელენსკის განმარტებით, რუსეთს ხანგრძლივი ომი სურს.