საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. როგორც ცნობილია ღონისძიებაზე მისვლას არ აპირებს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას განაგძობს, საერთო არაფერი აქვთ. ოპოზიციის ნაწილისთვის მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება გასაკვრისი არ არის. მათი თქმით, კარგად ჩანს, რომ სინამდვილეში „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს არ უჭერს.