მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამ კითხვაზე ოპოზიციური პარტიების მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა. თითოეული პოლიტიკოსი განმარტავს რომ საქართველო 15 დეკემბერს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, თუმცა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი როლი ქვეყნის მოაალაქეებს ეკუთვნით. აღსანიშნავია რომ ოპოზიციური პარტიები ვიქტორ ორბანის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებბებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საფრთხედ აღიქვამენ. სახელისუფლებო გუნდი ოპონენეტებს პასუხობს. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადევბით, ყველა რისკი გადაზღვეულია და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ღირსეულაად დაიმსახურებს.