ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ღაზას სექტორის ობიექტები დაბომბეს. ავიაიერიშები განსაკუთრებით ინტენსიური ქალაქ ხან-იუნისთან და ეგვიპტის სასასაზღვრო გამშვებ პუნქტ რაფაჰთან იყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ ღაზას სექტორში სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი 36-დან 11-მდე შემცირდა. ამასთან დარჩენილი საავადმყფოები ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეფერხების გამო პაციენტების სრულფასოვნად მომსახურებას ვერ ახერხებენ. უკვე რამდენიმე დღეა ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ. ისრაელ და „ჰამასის“ ომს ამ დრომდე სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 18 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.