განათლების სამინისტრომ 12 დეკემბერს ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელსაც განათლების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ღარიბაშვილმა ეს ვითარება წარსული მემკვიდრეობით ახსნა. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლება განათლების სისტემას "მიზანმიმართულად ანგრევდა.