1. განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტს უპასუხა და განაცხადა, რომ სასურველი დირექტორი 840 სკოლაში თავად სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს. მისივე განმარტებით, ახლო მომავალში გაცილებით უფრო ინკლუზიური კონკურსი გამოცხადდება, ფართო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება კი ყველა მსურველს მიეცემა. ამის პარალელურად, საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტი განათლების სამინისტროსთან კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები მიესალმებიან განათლების მინისტრის ინიციატივას, მოთხოვნების სრულფასოვნად შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.