გალში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რადგან ფიქრობენ რომ ქართული ოცნების მშვიდობის პოლიტიკას დადებითი შედეგი არ მოაქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრებ თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. რას ამბობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, თემის დეტალებს ცარო კირვალიძის სიუჟეტში ვნახავთ.