სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შესახვედრად ემზადება. ზურაბიშვილი ხვალ ევროპელ პარტნიორებს იმ ხელმოწერებს გადასცემს, რომლებიც კამპანიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა. ღონისძიებაზე მისვლას არ აპირებს მმართველი პარტია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტთან არანაირი საერთო არ აქვთ. ვინ აპირებს ღონისძიებაზე მისვლას და ვინ უცხადებს ბოიკოტს პრეზიდენტს მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.