მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები და სადაო პროექტები, რომელიც დედაქალაქის კულტურულ ნაწილს საგრძნობლად შეცვლის - ფონდი “ღია საზოგადოების” მხარდაჭერით, “ურბანული კვლევების” ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა. ნაშრომის ძირითადი საკვლევი არეალი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს იმ მონაკვეთს მოიცავს, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის მიდამოებშია მოქცეული. კვლევის ავტორებმა მთავარი აქცენტი 16 პრობლემურ პროექტზე დასვეს და განაცხადეს, რომ მათი დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს.