1. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას მოითხოვს. აღნიშნული განცხადება ხატია დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გააკეთა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების უფლებების დასაცავად, იმ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. კომიტეტის სხდომა თავმჯდომარემ სამძიმრით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრებ თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.