ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 3 დღე რჩება. 27-ი ქვეყნის ლიდერმა საქართველოსთვის ევროკავიშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბრიუსელში საქართველოს პირველი დიპლომატი იმყოფება - ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს. ამავდროულად, დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს ოპოზიციასაც. კიდევ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.