უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა. ზელენსკის განცხადებით, ერთი მსგავსი კერა უკრაინაში უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად, დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ზელენსკიმ აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონგრესში აქამდე გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვის არის სასარგებლო.