ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქედებები გრძელდება. ისრაელის ტანკები ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ. ხან-იუნისის საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკას ელექტროენერგია, წყალი და საჭირო მედიკამენტები არ მიწოდება. ამავდროულად კი, ჩრდილოეთ ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, თუმცა ისრაელის თავდაცვამ აღნიშნული თავდასხმა მოიგერია. ამასთან, დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. აღნიშნული რეზოლუციის პროექტის ტექსტი მეტწილად ასახავს იმ რეზოლუციის შინაარს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა პარასკევს ვეტო დაადო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში ისრაელისა და „ჰამასის“ ომს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 18 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.