საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების მინისტერიალებში მიიღო მონაწილეობა. ადგილზე ასევე ლიდერთა სამიტი, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებებიც გაიმართა. უკრაინული მხარის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე ოთარ შამუგიაც სიტყვით გამოვიდა. აღნიშნული ღონისძიება გარემოზე შეიარაღებული კონფლიქტების გავლენას მიეძღვნა. დუბაიში გამართულ კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.